Sunday, October 5, 2014

მეცხრე  დღე
 
 ეს დღეც ჩემთვის იყო ფრიად საინტერესო იმით, რომ ჩემს მიერ შექმნილი შაბლონი როგორ გავუშვი ინტერნეტში. პირვალად ძალიან რთული მეჩვენა, მაგრამ მეგობრებთან დახმარებამ ძალიან გამიადვილა.ბოლოს მოვახდინეთ მთელი შესწავლილი მასალის შეჯამება, რამაც ერთხელ კიდევ გამახსენა ყველაფერი ის რაც უნდა გამოვიყენო მთელი ჩემი მუშაობის მანძილზე.
 მასწავლებელიც არ იშურებდა ენერგიას, თავის შესაძლებლობებს, რათა უკეთესად აგვითვისებინა ყველაფერი ის რაც მას ქონდა დაგეგმილი.

Sunday, September 21, 2014

მერვე დღე
ეს დღეც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო,მაგრამ ძალიან დაძაბული ვმუშაობდი როგორ მივიყვანდი ბოლომდის სასწავლო პროექტს და განვახორციელე კიდევაც ეს.შევეხე დიფერენრირებულ სწავლებასაც.

Saturday, September 20, 2014

მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო მეტად საინტერესო, მაგრამ ძალიან დატვირთული. გავეცანი: მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების დაგეგმვას, ყველა მოსწავლის საჭიროებისამებრ გათვალისწინება,მუშაობის პროცესში უსაფრთხოების დაცვა, მათთვის მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავება.
 21-ე საუკუნის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება მუშაობის გაადვილებისათვის. გავეცანი რობერტ მარზანოს განმარტებას ანალიზის შესახებ.

Sunday, September 14, 2014

მეექვსე დღე
   არანაკლებ საინტერესო იყო ეს დღე. დავწერეთ პროექტის პრეზენტაცია,შევისწავლე შეფასების სტრატეგიები,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა, ნიმუშის შეფასება, მონსტრების გაცვლა და გაცვლის რუბრიკა წერითი დავალებისათვის. ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში.
მეხუთე დღე.
გავიხსენე და   შეფასების სახეები:განმსაზღვრელი და განმავითარებელი, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ვისაუბრეთ კედლის გაზეთის რუბრიკაზე, შევადგინეთ გეგმა, როგორ ჩავწეროთ ჩეკლისტი, შევადგინეთ დისკუსიის დაფის რუბრიკა.დამღლელი მაგრამ მეტად საინტერესო იყო ჩემთვის.

Friday, September 12, 2014

მეოთხე  დღე
სასწავლო პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა.შევისწავლე თემასთან დაკავშირებით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის დამოკიდებულაბა,რომელიც ძალიან კარგად განვასხვავე ერთმანეთისგან და  რომელსაც გამოვიყენებ ნებისმიერი პროექტის შექმნისათვის.

Sunday, September 7, 2014

მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო მეტად მნიშვნელოვანი და ძალიანაც დამღლელი იმიტომ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს გავეცანით, კერძოდ, პროექტის გეგმაში სურათების ჩასმა, სურათების რედაქტირება, ვისაუბრეთ სტანდარტებისა და მიზნების შესახებ რაც დღემდე გაურკვეველი იყო ჩემთვის, განათლების სამინისტროს საიტიდან ამოვიღეთ ეროვნული სასწავლო გეგმა,საიდანაც ამოვიღეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონებში, მოახდინეთ მისი დაზიპვა და გადავგზავნეთ ტრენერის საიტზე.მოკლედ რომ ვთქვათ დღევანდელი დღით ვარ ძალიან კმაყოფილი.